სპეციალისტების თქმით, სიმინდი მდიდარია მცენარეული ცილით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, მაგრამ იმავდროულად შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სახამებელს, გლუტენსა და სხვა „საეჭვო“ ნივთიერებებს.
ვნახოთ, რა ემართება ორგანიზმს, როდესაც სიმინდს მიირთმევთ.
სიმინდის პლუსები
სიმინდის ფერს კაროტინოიდების დონე განსაზღვრავს. მათი რაოდენობა მცენარეში იმდენად მაღალია, რომ ადამიანის უჯრედებს ანთებებისგანაც იცავს და დაბერების პროცესსაც ანელებს.
გარდა ამისა, კაროტინოიდები სასიკეთო გავლენას ახდენს მხედველობაზე − აჩერებს თვალების ასაკობრივ დეგენერაციასა და კატარაქტას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ებრძვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს.
როგორც მედიკოსები ამბობენ, სიმინდის მარცვლები ყველაზე მეტად მაინც ნაწლავებისთვისაა სასარგებლო.
სიმინდის მინუსები
სახამებლის შემცველი სიმინდი წონაში დაკლებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. სახამებელი − პოლისაქარიდია, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად, რაც, თავის მხრივ, არა მარტო ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ეხმარება ორგანიზმს, არამედ გარკვეულ პრობლემებსაც უქმნის მას ჯანმრთელობის მხრივ.
სიმინდის მარცვლები საკმაო რაოდენობით შაქარს შეიცავს და მეტად კალორიულია, რის გამოც ორგანიზმი მისი სახით „ნახშირწყლოვან ბომბს“ ეჯახება.
გარდა ამისა, სიმინდი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ვიტამინების ათვისებაში უშლის ხელს.
მიუხედავად ამ მინუსებისა, სიმინდზე სამუდამოდ უარის თქმა საჭირო არ არის. ის შეიძლება და საჭიროცაა, რომ მიირთვათ − ოღონდ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და თანაც ზომიერად.