COVID-19 - ბოლო ცნობები

კომპანია Pfizer: COVID-19-ის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა 3 თვეში შეგვიძლია

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა უმოკლეს ვადებში შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. კომპანია Pfizer-ს აქვს შესაძლებლობა, სამ თვეში შეიმუშავოს ვაქცინა COVID-19-ის ისეთი ახალი შტამის წინააღმდეგ, რომელიც კომპანიის ამჟამად მოქმედი პრეპარატის დაცვის მოგერიებას შეძლებს, მაგრამ ამ დროისათვის კორონავირუსის ამგვარი შტამი ჯერ არ გამოვლენილა.
„ყოველ ჯერზე, როგორც კი მსოფლიოში კორონავირუსის მორიგი ვარიანტი ჩნდება, ჩვენი მეცნიერები სწავლობენ, შეუძლია თუ არა ამ ვარიანტს ჩვენი ვაქცინის დაცვის გვერდის ავლა. ამ დროისათვის ჩვენ ასეთი შტამი არ გამოგვივლენია. მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ, სავარაუდოდ, ერთხელაც ასეთი შტამი გაჩნდება“, – განუცხადა Fox News-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ღარიბაშვილი: ვმუშაობთ კიდევ 2 მლნ დოზა Pfizer-ის შემოტანაზე
მისი თქმით, ეს პროცესი დროის გარკვეულ მონაკვეთს მოითხოვს.
„ჩვენ ავაწყვეთ პროცესი – 95 დღის განმავლობაში იმ დღიდან დაწყებული, როდესაც შემაშფოთებელ შტამს გამოვავლენთ, შეგვიძლია სპეციალურად მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა“, – აღნიშნა მან.
23 აგვისტოს აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც Pfizer-ის და BioNTech-ის კონსორციუმმა შეიმუშავა.