არჩევნები 2021: ადგილობრივ არჩევნებს 50-ზე მეტი ორგანიზაცია დააკვირდება

წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად რეგისტრაცია ასევე გაიარა 15 საინფორმაციო საშუალების 510-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცესკომ ამ დროისათვის დაარეგისტრირა 49 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.
არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
არჩევნები 2021: ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები გამოაქვეყნა
ამჟამად ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია გაიარა ყველა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „მრავალეროვანი საქართველო“ და სხვ.
ჩატარდება თუ არა არჩევნები – რა გეგმა აქვს მთავრობას
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), აშშ-ის საელჩო, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI).
წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების გასაშუქებლად ამ ეტაპზე ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 15 საინფორმაციო საშუალების 510 ჟურნალისტი და ოპერატორი.
არჩევნებში 50 პარტია მონაწილეობს.