თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის სანიოლის რჩეულთა სიაში შვიდი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობიდანაა, მათ შორის სამი დებიუტანტია. ეროვნული ნაკრების მაისურს პირველად მოირგებენ ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია, ასევე საბა ხვადაგიანი (თბილისის „დინამო“) და ლუკა ლოჩოშვილი (ავსტრიის „ვოლფსბერგერი“). ნაკრების შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდენ გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილიც.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი ქალაქ ბადახოსში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. სანიოლის გუნდს სექტემბერში კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევს – ეროვნული გუნდი 8 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს სოფიაში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც სამ შეხვედრაში დაგროვებული ერთი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ჩატარებული სამი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე შვიდი ქულით ესპანეთის ნაკრებია.