მიხაილ ხაზინი: უკრაინის ელიტა ქვეყანაზე არ ფიქრობს

უკრაინა 24 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. მთელი ამ დროის განმავლობაში მან მიაღწია მხოლოდ ეკონომიკურ ნგრევას, კორუფციის აყვავებას და წარმოების განადგურებას.
Sputnik
იმაზე, თუ რა ელის უკრაინის ეკონომიკას უახლოეს მომავალში, Sputnik-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტმა და პუბლიცისტმა მიხეილ ხაზინმა ისაუბრა.
მოსაზრება: რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება უკრაინის სტაბილურობის უზრუნველყოფას?

უკრაინის ეკონომიკური მოდელი სიცოცხლისუნარიანი არ არის

სსრკ-ის დაშლამ მტკივნეული დარტყმა მიაყენა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ამის მიუხედავად, უკრაინა თითქმის ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ვერა და ვერ გასცდა 1980-იანი წლების მიწურულისა და 1990-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკურ დონეს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1990 წელს, როდესაც ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ, უკრაინის მშპ ერთ სულ მოსახლეზე იყო 3965 დოლარი. 2020 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 3115 დოლარს შეადგენდა.
უკრაინაში კატასტროფული ინფლაციაა: ბოლო 10 წელიწადში საქონელი თითქმის 200%-ით გაძვირდა.
„უკრაინა – შეუმდგარი სახელმწიფოა, ვინაიდან მისი ეკონომიკური მოდელი, რომელიც რუსეთთან ურთიერთქმედების არარსებობას ითვალისწინებს, სიცოცხლისუნარიანი არ არის“, – აღნიშნავს ხაზინი.
ექსპერტის აზრით, ახლო მომავალში ქვეყანაში დარჩებიან მხოლოდ ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც უკრაინას ბოლოს მოუღებენ.
მოსაზრება: უკრაინული გაკვეთილები პოსტსაბჭოთა სივრცისათვის
„ყველანი ვხედავთ, რა მოხდა ავღანეთში. დიდი ალბათობით, უკრაინას, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას, დაახლოებით ასეთი სცენარი ელოდება“, – მიიჩნევს ექსპერტი.
ხაზინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ეკონომიკის ზრდით. დასავლეთი და აშშ კი კიევს სერიოზულად არ აღიქვამენ და მხოლოდ „იყენებენ, როგორც პაიკს“.
„უკრაინაში ყველა ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაშია, ერთი ფიქრი უტრიალებს თავში – მოიპაროს რაც შეიძლება ბევრი და იმ მომენტში, როდესაც მოპარვა უკვე შეუძლებელი იქნება – გაიქცეს“, – ასკვნის Sputnik-ის თანამოსაუბრე.
ელის თუ არა უკრაინას დეფოლტი და განიხილავს თუ არა ანგელა მერკელი კიევში ვიზიტისას ვლადიმერ ზელენსკისთან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხს – გაეცანით ინტერვიუს სრულ ვერსიაში.