თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის რვა ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ესენია:
აღნიშნულ ლოკაციებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის პირობებში სპეციალურ ავტობუსებს მოქალაქეები შვიდი მარშრუტით გადაჰყავთ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23.986 პირი (თბილისში - 9.913).
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.