Reuters-ის გამოკითხვა: ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამ დღეში დაეცა

მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა, გამოკითხულთა 69,3%-მა უარყოფითად შეაფასა ბაიდენის ავღანური პოლიტიკა.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, იუწყება სააგენტო Reuters-ი გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.
ამერიკელთა უმეტესობამ ბაიდენის ავღანური სამხედრო ოპერაციები უარყოფითად შეაფასა: გამოკითხვა
სააგენტომ კვლევა სოციოლოგიურ სერვის Ipsos-თან ერთად ჩაატარა და გაარკვია, რომ ბაიდენის მხარდაჭერის რეიტინგი სამშაბათისთვის, 17 აგვისტოსთვის 46%-ს შეადგენდა.
სააგენტოს ცნობით, ეს ბაიდენის საქმიანობის ყველაზე დაბალი შეფასებაა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში.
Reuters-მა და Ipsos-მა გასულ პარასკევსაც ჩაატარეს მსგავსი გამოკითხვა. მაშინ ბაიდენის მოღვაწეობა დადებითად რესპონდენტთა 53%-მა შეაფასა. სამ-ოთხ დღეში პრეზიდენტის მხარდაჭერის მაჩენებელი 7%-ით დაეცა.  
აღსანიშნავია, რომ სააგენტო არ აზუსტებს გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობას, თუმცა ცნობილია, რომ რესპონდენტები სრულწლოვანი მოქალაქეები იყვნენ. ასევე არ კონკრეტდება სტატისტიკური ცდომილების მაჩვენებელი.
ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა სალეჰმა თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა
მანამდე სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა კომპანია Trafalgar Group-მა. შეკითხვაზე „როგორ აღწერდით, როგორ უმკლავდება პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში“, გამოკითხულთა 69,3%-მა უპასუხა, რომ კატეგორიულად არ იწონებს ან არ იწონებს.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
17 აგვისტოს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტ ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.