თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დადებითობის მაჩევენებლი რეკორდულად არის გაზრდილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს.
„დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ გვქონდა მაისის პიკზე, ანუ ტალღის პიკზე. ეს არის დაახლოებით 97%, რაც გვქონდა ნოემბერი-დეკემბრის პიკზე. მოგეხსენებათ, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 50 ათასს გადასცილდა“, – განაცახადა გამყრელიძემ.
მან მოსახლობას ვაქცინააცისკენ და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.