ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მომღერალ ლელა წურწუმიაზე წერს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ცნობილ ქართველ მომღერალს ლელა წურწუმიას კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. წურწუმია კლინიკაში მისმა მეუღლემ კახა მამულაშვილმა ორი დღის წინ მიიყვანა. როგორც „მამულიჩამ“ აღნიშნა, ლელას 12 აგვისტოს ყელი ასტკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“. ამ დროისთვის მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება, რაც მისმა მეუღლემ კატეგორიულად უარყო.
ცნობილია, რომ ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 26 მაისს აიცრა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.