დღეს 2021 წლის 16 აგვისტოა, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს ადამიანებთან ურთიერთობები ძალიან ადვილი იქნება, ამიტომ თუ ვინმესთან რამე საქმის მოგვარება გინდათ, პრობლემის გადაჭრა, კომპრომისის მოძებნა, ამისთვის საუკეთესო დროა. ორგანიზებულობის, გონივრულობისა და თანამოსაუბრის გაგების უნარის წყალობით ნებისმიერი გართულებული ურთიერთობის ან კონფლიქტის მოგვარება შეიძლება.
ვერძი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. თავს მარტო არ იგრძნობთ, ირგვლივ ადამიანების სიმრავლე იქნება. ბევრმა შეიძლება შემოგთავაზოთ დროის ერთად გატარება და თქვენი გადასაწყვეტია, ვისთან მოისურვებთ გართობას. ზოგადად, დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში მოხდეს. განსაკუთრებით მკაფიოდ გამოავლენთ ინდივიდუალობას ჯგუფში ყოფნის დროს.
კურო: შეძლებთ მთელი თქვენი შესაძლებლობების ამუშავებას იმისთვის, რომ გარშემომყოფების მანიპულაცია მოახდინოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ზეწოლის მეთოდები – კამათი, ბრძანების გაცემა, ასევე ფარული ძაფები, რომლებსაც თქვენთვის საჭირო შედეგის მისაღებად აამოძრავებთ. საბოლოოდ, მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფვით, მაგრამ ამაზე იმდენი დრო და ძალა დაიხარჯება, რომ გამარჯვებით შეიძლება ვეღარც დატკბეთ.
ტყუპი: თუ დღეს დისკუსია ან რამე სერიოზული საუბარი გელოდებათ, იცოდეთ, რომ ძალიან ადვილი იქნება სხვა ადამიანის მოსაზრების მოსმენა. შეძლებთ, რომ სიტუაციას ოპონენტის თვალით შეხედოთ და ამის გამო კამათი აზრს დაკარგავს. დღეს გამძაფრებულია თქვენი დიპლომატიური თვისებები და ამასთან გამოირჩევით ბრძნული შეხედულებებით, სხვისი გაგებისა და თანაგრძნობის უნარით. ეს უზრუნველყოფს თქვენს წარმატებებს მოლაპარაკებებსა და ნებისმიერ ურთიერთობაში.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ხვედრია გარშემომყოფებისა და ახლობლების დახმარება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რომელიმე ახლობლის ცხოვრების ყველა დეტალი შეიტყოთ და იზრუნოთ მასზე. თუ მას პრობლემები აქვს, შეგიძლიათ მოუსმინოთ და ფსიქოლოგის როლი ითამაშოთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ მზრუნველობა თქვენს აკვიატებაში და ადამიანის ცხოვრებაში უხეშად ჩარევაში არ გადაიზარდოს. ამისთვის ცოტა უნდა მოთოკოთ თქვენი ალტრუისტული სწრაფვა.
ლომი: საბრძოლო ჟინით ხართ შეპყრობილი, მაგრამ ვის უნდა ებრძოლოთ> გარშემომყოფები მზად არიან, გამარჯვება „ომის“ გარეშე დაგითმონ. უფრო მეტიც, ისინი უკან გამოგყვებიან, თუ მათ რამე საინტერესო პროექტს შესთავაზებთ. დღეს ნებისმიერ ვითარებაში, სადაც ბევრი ადამიანი, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ბადალი არ გეყოლებათ ორგანიზატორის, ლიდერის ან მშვიდობისმყოფლის როლში.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს დრო ახლობლებთან პრობლემების გადაწყვეტას მიუძღვნათ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემები გაქვთ. ეს ძალზე ეფექტური აღმოჩნდება. დღეს არაა საშიშროება, რომ ეს პროცესი ჩხუბით ან სკანდალით დასრულდეს. თქვენც და თქვენი ახლობლებიც განწყობილი ხართ, რომ ერთმანეთს გაუგოთ. გულწრფელი საუბარი საოცარ შედეგს გამოიღებს – ახლობლები მხარს დაგიჭერენ და შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამენ.
სასწორი: დღეს ყოველდღიურ ყოფით საკითხებში „ავტოპილოტის“ რეჟიმს ჩართავთ, იმდენად ადვილად გამოგივათ ჩვეული საქმეები. რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, აქ სირთულეებია მოსალოდნელი და ამას არცთუ ცოტა დრო და ენერგია დასჭირდება. დღეს გამძაფრებულია თქვენი კომუნიკაციის უნარები და ურთიერთობების მიღმა სურვილი გაქვთ, საუბრებში სხვადასხვა ინფორმაცია ეძებოთ, მოვლენების საქმის კურსში იყოთ. არაა გამორიცხული, რომ ამ ინფორმაციების მოპოვებისას რამე თქვენთვის სასარგებლო კოზირი მოიპოვოთ.
მორიელი: დღეს უამარავი შეხვედრა გელოდებათ, როგორც დაგეგმილი, ისე მოულოდნელი. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან შეხვედრებს. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღევანდელმა რამე საქმემ, სიტყვამ ან გეგმამ თქვენს კარიერაზე, საოზგადოებაში მდგომარეობაზე ან ფულად შემოსავალზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეს გავლენა მხოლოდ დადებითი შეიძლება არ იყოს. ამიტომ თითოეული სიტყვა და მოქმედება კარგად უნდა აწონ–დაწონოთ.
მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებს შეუძლიათ თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ. ხართ თავდაჯერებული, ლიდერის ქარიზმით, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ადამიანები რჩევას გკითხავენ ნებისმიერ საკითხზე. და ეს სწორიც იქნება, რადგან თქვენი რჩევები მათთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება – დღეს შეგიძლიათ ყველაფრის არსს ჩაწვდეთ და ნებისმიერი გეგმის სუსტი ადგილები გამოავლინოთ.
თხის რქა: დღეს ფრთხილად უნდა იყოთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – დღეს ისინი ძალზე აქტიური არიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, ხალხმრავლობას მოერიდოთ და მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრით შემოიფარგლოთ. არ არის გამორიცხული, რომ უნებლიეთ სხვის საქმეში აღმოჩნდეთ ჩართული, რაც, თუ არ გავნოთ, არც არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
მერწყული: დღეს გარშემომყოფების მხრიდან აზრი არა აქვს ლოგიკაზე დაყრდნობას, თუ მათ თქვენი რამეში დარმწუნება უნდათ. დღეს გადაწყვეტილებებს ემოციებით იღებთ და მთავარი არგუემნტია ინტუიცია. უფრო შემოქმედებით განწყობაზე ხართ, ვიდრე საქმიანზე. ბადალი არ გეყოლებათ იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო. ადამიანებს „გადაშლილი წიგნივით წაიკითხავთ“. გარშემომყოფებმა შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ტელეპათიის უნარით ხართ დაჯილდოებული.
თევზები: დღეს არ გაგიჭირდებათ, რომ ირგვლივ საჭირო ადამიანები შემოიკრიბოთ, ოღონდ თუ ამას სერიოზულად დაისახავთ მიზნად. დღეს ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, რომ შესანიშნავი კონტაქტები დაამყაროთ საქმიან სფეროში. მთავარია, გულხელდაკრეფილი არ ისხდეთ. თვითონ უნდა მოძებნოთ ეს ადამიანები და დაიწყოთ მათთან საუბარი. ისინი კი თქვენს საოცარ მომხიბვლელობას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.