თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლელა წურწუმია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი პარასკევს დაუდასტურდა. მომღერლის დაინფიცირების ფაქტი სააგენტოს კლინიკაში დაუდასტურეს.
როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.
„ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია... სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა რატიანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.