ლაგოდეხში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შაბათს ქალაქის ცალკეული უბნები და მიმდებარე სოფლები დააზიანა, იუწყება ლაგოდეხის მერია.
სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.
უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
უწყების ცნობით, პირველივე წუთიდან სტიქიის ზონაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
„ამ ეტაპზე გვაქვს ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა, სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა „რუსტავი 2“-ის ეთერში.
რაც შეეხება დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, რა სახით მოხდება ის, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალური კომისია მუშაობას დაასრულებს.