რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს

ირკვევა, რომ ბევრ ადამიანს სწორად არ აქვს გაცნობიერებული, რომელია ამ გემრიელი ბაღჩეულის მთავარი საფრთხე და თავისთვის საზიანოდ მიმართავს საზამთროს დიეტას.
Sputnik
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. კითხვას, რა არის საზამთროში ყველაზე სახიფათო, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება უპასუხოს, რომ ეს ნიტრატებია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, საზამთროში სულ სხვა რამაა საშიში, წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა. 
გახდომის საუკეთესო ხერხი დიეტების გარეშე: ექიმი ასახელებს ბუნებრივ მეთოდს
მისი თქმით, ნიტრატებით მოწამვლა კარგა ხნის წინ იყო აქტუალური, როდესაც სასუქი იაფი ღირდა, საზამთრო კი — ძვირი, შესაბამისად, ქიმიას უხვად აყრიდნენ ბაღჩეულსა თუ ბოსტნეულს. მაგრამ ახლა ხალხმა ფულის თვლა ისწავლა, სასუქი კი ძვირია. ამიტომ ნიტრატებიანი საზამთრო, განსაკუთრებით სეზონზე, უკიდურესი იშვიათობაა.
თანაც, როგორც ექიმი ამბობს, მავნე ნივთიერებები, როგორც წესი, საზამთროს კანში იყრის თავს და თუ მაინცდამაინც მწვანე ქერქს არ მიირთმევთ, პრობლემაც არ შეგექმნებათ.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფრუქტოზა უბრალოდ შაქრად, ოღონდ ჩვეულებრივ საქაროზაზე უფრო სასარგებლოდ მიიჩნეოდა. მაგრამ მთავარი განსხვავება საქაროზისგან ისაა, რომ ფრუქტოზა ორგანიზმში შიმშილის მსგავს პროცესს იწვევს: ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი უნდება ჭამა, თუნდაც საზამთროთი მაძღარი იყოს. შესაბამისად, იწყებს კვებას და იმატებს წონაში, ჩნდება გაცხიმოვნების პრობლემა.
ანადგურებს კუჭქვეშა ჯირკვალს: ექიმი ასახელებს პროდუქტებსა და სახიფათო ინტერვალს
თუმცა, ექიმის თქმით, ფრუქტოზის პრობლემის მოხსნა მარტივად შეიძლება.
„მიირთვით საზამთრო მხოლოდ სრულფასოვანი სადილის შემდეგ, მართალია, ფრუქტოზა მაინც აამოქმედებს შიმშილის იმიტაციის მექანიზმს, მაგრამ ტვინი გადაამოწმებს სიგნალებს ყველა სისტემაში და დარწმუნდება, რომ კუჭი ცილებითაც სავსეა, ცხიმებითაც და ნახშირწყლებითაც, რომ ორგანიზმს უჭმელობით სიკვდილი არ ელის და, შესაბამისად, შიმშილის ცენტრიც დამშვიდდება. ასე რომ, ისიამოვნეთ საზამთროთი, ოღონდ არ დაჯდეთ საზამთროს დიეტაზე“, — გვირჩევს სპეციალისტი.
ზოგადად კი, პავლოვას თქმით, საზამთრო ძალიან სასარგებლო ხილია. ის შეიცავს ძალიან ბევრ უჯრედისს და, შესაბამისად, დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის სისტემის, საჭმლის მონელებისა და გაუვალობის პრობლემების მოგვარებაში. ის ძალიან სასარგებლოა გაციებისა და ვირუსული დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ხელს შეუწყობს დაშლის პროდუქტებისა და ტოქსინების გამოძევებას ორგანიზმიდან.
გარდა ამისა, პავლოვას თქმით, შენიშნულია ისიც, რომ საზამთრო ეფექტურია კუნთების ტკივილის მოსახსნელად, როდესაც ადამიანს ზედმეტი ვარჯიშისგან ეჭიმება ისინი.