თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გუშინ, 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი – პირველი იანვრიდან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.