სალომე ზურაბიშვილი ბერძენ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

მხარეებმა საბერძნეთში ხანძრების გამო შექმნილი ვითარება განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთულეს გამოწვევას საბერძნეთი დროულად გაუმკლავდება.
Sputnik
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და საბერძნეთის პრეზიდენტს ეკატერინი საკელაროპულუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დავით ზალკალიანი საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მხარეებმა საბერძნეთში ხანძრების მიზეზით შექმნილი ვითარება განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობითა და საჭიროებებით დაინტერესდა. 
საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა ბერძენ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთულეს გამოწვევას საბერძნეთი დროულად გაუმკლავდება.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ეკატერინი საკელაროპულუს ამ ურთულეს ვითარებაში საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვისათვის.
საქართველოს საელჩო საბერძნეთში თანამემამულეებს აფრთხილებს>>
საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ საქართველში ვიზიტით მოიწვია.