თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით გაზრდამ 140 ათასზე მეტი კრედიტის გაძვირება გამოიწვია, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 9,5-დან 10 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
შედეგად გაიზარდა 7,825 მლრდ ლარის 140,1 ათასი კრედიტი.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე მოჰყავს სტატისტიკა, თუ რომელი კრედიტები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო.
ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 5 აგვისტოს არის 3,1022 GEL/$1.