„როსსოტრუდნიჩესტვომ“ რუსეთში სტუდენტების შესვლის წესები გამოაცხადა

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ცხელი ხაზი“ აამოქმედა, რომელზეც პანდემიის პირობებში ქვეყანაში შესვლის თაობაზე ინფორმაციის დაზუსტებაა შესაძლებელი
Sputnik
Sputnik. დანარა კურმანოვა
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია გრძელდება, რუსეთში სასწავლო წელი კვლავ 1 სექტემბერს იწყება. ამის თაობაზე „როსსოტრუდნიჩესტვოში“ განაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც 2021 წელს უცხოეთის მოქალაქეების რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში შესარჩევ კამპანიას მიეძღვნა.
ვაქცინაცია ან დისტანციური სწავლება: როგორ ისწავლიან უცხოელები რუსეთის უმაღლესებში
„სტუდენტების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. მაგრამ ჩვენ ვიცავთ უცხოელი სტუდენტების უფლებებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ და ვთხოვთ ორგანოებს, შემოსვლის ნებართვა მისცენ მათ, — განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა. — ახლა განათლების მისაღებად შემოსვლა შეუძლიათ იმ სიის ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამტკიცებს განკარგულებით და რომელიც გამუდმებით იცვლება“.
პრიმაკოვი აზუსტებს, რომ საუბარია განკარგულება №636-ზე, რომლის №1 დანართში ამ დროისათვის 50 სახელმწიფოა ჩამოთვლილი, და რომელთა მოქალაქეებსაც რუსეთში შემოსვლის უფლება აქვთ. თუმცა, თუ ქვეყანა არ არის სიაში, რუსეთში ჩასვლის შესაძლებლობა შეიძლება ინდივიდუალურად იყოს განხილული.
„ბევრ შემთხვევაში შემოსვლის საკითხებს კურირებს უნივერსიტეტი, რომელსაც შეუძლია განათლების სამინისტროსა და სამთავრობო კომისიისგან შემოსვლის უფლება გამოითხოვოს“, — განმარტა პრიმაკოვმა.
რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები უცხოელ სტუდენტებზე გრანტების გაცემას იწყებს
ამას გარდა, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოქმედებს ცხელი ხაზი სტუდენტებისთვის: +7 (495) 198-00-00. ამ ნომერზე თითოეული ქვეყნისთვის რუსეთში შესვლის წესების დაზუსტებაა შესაძლებელი.
სამედიცინო მოთხოვნები ყველასთვის უნივერსალურია: სტუდენტმა უნდა ჩააბაროს PCR-ტესტი რუსეთში ჩასვლამდე არაუადრეს სამი დღისა. დოკუმენტი ტესტის უარყოფით პასუხზე უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულად ან ინგლისურად. რუსეთში ჩასვლის შემდეგ სტუდენტმა უნდა ჩააბაროს კიდევ ერთი PCR-ტესტი და პასუხამდე თვითიზოლაციაში უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის ქვეყანაში შესვლის მომენტისთვის სწავლა უკვე დაწყებული იქნება, ტესტის პასუხის მიღებამდე სტუდენტს მხოლოდ ონლაინ-ფორმატში შეუძლია დაესწროს ლექციებს.
პრიმაკოვის თქმით, რაც შეეხება სტუდენტების ვაქცინაციასა და ვაქცინაციის შესახებ უცხოური სერტიფიკატების აღიარებას, ეს საკითხები ახლა მუშავდება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.