არჩევნები 2021 საქართველოში – რა არის აკრძალული წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო; პარალელურად ამოქმედდა აკრძალვები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე იმოქმედებს
Sputnik
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: ცესკომ ღონიძიებების სრული სია გამოაქვეყნა
ზოგადი აკრძალვები:
დღეიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის ბიუჯეტში.
აკრძალულია მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ასევე 2 ოქტომბრამდე აკრძალულია პენსიების მომატება, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ან სხვა გასაცემლების ზრდა.
ვის ეკრძალება აგიტაცია
ძალაში შევიდა აგიტაციის აკრძალვა გარკვეული პირებისთვის.
მაგალითად, აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ:
სად იკრძალება აგიტაცია
2 ოქტომბრამდე აკრძალულია აგიტაცია:
მოსყიდვის აკრძალვა
მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ:
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში იკრძალება სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანოებისა თუ კონკრეტული პარტიის ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა ორგანიზაციის შენობების გამოყენება, თუ არჩევნების დანარჩენ მონაწილეებს ხელი არ მიუწვდებათ მასზე ან მსგავსი დანიშნულების სხვა შენობაზე.
ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე – გამოკითხვის შედეგები
აკრძალულია ასევე სახელმწიფო ან საბიუჯეტო დაწესებულებების ტექნიკის, საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე პარტიისთვის.
პარტიებს ეკრძალებათ შეკრებების ჩატარება მოხელეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფო და მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლების, დირექტორების, აღმზრდელების, პედაგოგებისა და სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაქმებული პირების სააგიტაციოდ.
გამოკითხვის ახალი წესები
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების განსაკუთრებული წესები, რომლებიც ძალაში იქნება არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნებიდან კიდევ ერთი თვის განმავლობაში.
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება
წესების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას მითითებული უნდა იყოს შემკვეთის სრული მონაცემები, მათ შორის, შემკვეთის სახელწოდება, მისამართი - თუ ეს პარტია ან იურიდიული პირია; ან გვარი და მისამართი - თუ შემკვეთი ფიზიკური პირია.
აუცილებელია ასევე იმის მითითება, ფასიანია გამოკითხვა თუ უფასო, ასევე იმ ორგანიზაციის მონაცემების მითითება, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხვის თარიღის, გამოკითხვის მეთოდის, კითხვებისა და ცდომილების ფარგლების მითითება.
გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია არჩევნებამდე 48 საათით ადრე და კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე.