აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს – იმნაძე

საქართველოში „ინდურ“ შტამთან ერთად, რომელიც ინფიცირების 80%–ს შეადგენს, უკვე დაფიქსირდა ახალი ძალიან საშიში „დელტა პლუსის“ შტამის ათი შემთხვევა
Sputnik
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ამერიკული ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება გასამმაგდეს. ამ კვლევის შედეგებს ეთანხმება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე.
„სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები“: ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ>>
მისი თქმით, თუ ადამიანები არ აიცრებიან, ამ სცენარს ვერ გავექცევით.
„ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა იმნაძემ.
ამჟამად საქართველოში უკვე დაფიქსირდა ახალი შტამის „დელტა პლუსის“ ათი შემთხვევა. იმნაძის თქმით, თბილისსა და ბათუმში გამოვლენილი თითქმის ყველა შემთხვევა დელტა–შტამია. კორონავირუსის აქტიური შემთხვევების 80% საქართველოში დელტა–შტამია.
პრემიერი: მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო
პირველად „დელტა პლუსზე“ ჯანდაცვის სახელმწიფო სააგენტო Public Health England-მა მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ შტამით ინდოეთში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს დაინფიცირდნენ.
ე.წ. დელტა („ინდური შტამი“) პირველად ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს. ჯანმომ „ინდურ შტამს“ ორჯერ უფრო გადამდები უწოდა, ვიდრე ჩინურია.
„ინდური შტამისგან“ განსხვავებით „დელტა პლუსს“ ისეთი მუტაცია აქვს, რომელიც ვირუსს ადამიანის ფილტვების უჯრედებთან სწრაფ დაკავშირებაში ეხმარება.