თენგიზ ცერცვაძე: მოსახლეობამ არასწორად გაიგო შეზღუდვების მოხსნა

შეზღუდვები, რომლებიც ადამიანებს ნორმალურ ცხოვრებაში უშლიდა ხელს, მოიხსნა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
Sputnik
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას უშლიდა ხელს, მაგრამ არა ვალდებულებები, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
რამდენი ადამიანია სრულად ვაქცინირებული საქართველოში
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი „დელტა" შტამის გავრცელებაა.
„დელტა" შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით ორჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას", – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ინფექციონისტის აზრით, მეორე მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არასწორად გაიგო.
„რადგან მოიხსნა შეზღუდვები, რომლებიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, ჩათვალეს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში", – განაცხადა ცერცვაძემ.
მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას და მოუწოდა, თავი შეიკავონ შეკრებებისგან.
ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება მზარდ დატვირთვას და მართავს პაციენტების ნაკადს.
ცერცვაძე:  ვაქცინირებულ პირებს  COVID-19 იოლ ფორმებში გადააქვთ>>
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 419.534 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის დამარცხება შეძლო 382.393-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 5.820 პაციენტი.