თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. არსებობს საკვები, რომელიც არა მარტო ჭარბი ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს ორგანიზმში, არამედ კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილებსაც ანადგურებს, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა.
მისი თქმით, ასეთ არასასურველ მდგომარეობას უპირველესად ტკბილეულისა და კალორიული საკვების ზედმეტი რაოდენობა იწვევს, რის გამოც ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბად გროვდება.
„ცხიმოვან ქსოვილში კი გარდაუვლად იწყება სისტემური ანთება ოქსიდატიური სტრესით, რომლის ფონზეც ინსულინორეზისტენტულობა ვითარდება და ინსულინის გამომმუშავებელი კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები იღუპება. და არა მარტო ისინი“, — ამბობს ექიმი.
ამასთან სპეციალისტი განმარტავს, რამხელა ინტერვალი უნდა დაიცვას ადამიანმა ორ კვებას შორის. მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს სამ საათზე ნაკლები და ხუთ საათზე მეტი დრო.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ხუთ საათზე მეტ პაუზას აკეთებს ჭამიდან ჭამამდე, იწყება ლიპოპროტეინლიპაზის (LPL) გააქტიურება — ფერმენტისა, რომელიც სისხლში ლიპიდების დონეს არეგულირებს და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზისთვის.
პავლოვას თქმით, LPL „დარაჯი ძაღლივით უთვალთვალებს კვებითი ნივთიერებების დონეს“ და თუ ისინი რეგულარულად და დიდი ხნის განმავლობაში არ წარმოიქმნება, მოქმედებასა და ცხიმოვანი მარაგების დაგროვებას იწყებს.