თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.
ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.
რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ამჟამად 22-ე ადგილს იკავებს.