როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. 2021 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,5%-ით, მათ შორის სურსათზე 17%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 5,9%-ით.
საქართველოში ფასები რეკორდებს აჭარბებს: ახალი სტატისტიკა
მიმდინარე წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,1%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ივნისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,7%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 18,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,9%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა.
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: რას ყიდის და ყიდულობს ქვეყანა
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 3,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 10,1%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 23%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 26,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 26,1%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის ივნისში 9,9% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 8,8%-ით გაიზარდა. ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.