ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჩამონათვალშია შეყვანილი და ისრაელის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს, ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
ისრაელმა საქართველო რამდენიმე დღის წინ შეიყვანა იმ ქვეყნების წითელ სიაში, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ისრაელს ვირუსის გავრცელების მხრივ სიაში შეყვანილი უკვე ჰყავდა ქვეყნები: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელი, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან სიას კიდევ რამდენიმე ქვეყანა დაემატა, ესენია: გაერთიანებული სამეფო, კვიპროსი, თურქეთი, საქართველო, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
კომპანიაში განმარტავენ, რომ ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.
ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ–ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან  21 გააუქმეს. ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა ავიაკომპანიები. 
როგორც ისრაელის სალჩოში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა შემცირდეს ან მოიხსნას.