გამყრელიძე: საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში ქართული QR–კოდით სარგებლობა არ შეუძლიათ

ქართული QR–კოდი ახლო მომავალში ევროპის ქვეყნებშიც იმოქმედებს, ამისათვის შესაბამისი სტრუქტურები აქტიურად მუშაოებენ, განაცხადა ამირან გამყრელიძემ
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 
ისრაელის ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს აუქმებენ
საქართველოს მოქალაქეებმა ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ღონისძიებაზე კოვიდ–ბარათის QR–კოდით სარგებლობა ვერ შეძლეს.
 „ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან მიუერთდება ევროპულ  სივრცეს. თუ QR–კოდს დაანათებთ, ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა თუ იმ პრეპარატით“, – განაცხადა  გამყრელიძემ.
 
კინომცოდნე გოგი გვახარიას, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული,  საფრანგეთში ყოფნისას საქართველოში გაცემულ QR–კოდთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა – აპარატმა კოვიდ–ბარათზე დატანებული QR–კოდი ვერ ამოიკითხა. ცნობილი ქართველი კინომცოდნე იძულებული გახდა კოვიდ–ტესტი კანში გაეკეთებინა.
QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.