ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო (-73 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი ერთ-ერთია იმ ქართველი სპორტსმენებიდან, რომელთათვისაც ოლიმპიადა ტოკიოში უკვე მესამეა, მაგრამ ერთია მხოლოდ მონაწილეობის მიღება, ხოლო მეორე - თითოეულზე მედლის მოპოვება.
2012 წელს ლონდონში შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ოთხი წლის შემდეგ მან მიღწეულის განმეორება ვერ შეძლო, მაგრამ კვარცხლბეკზე მაინც ავიდა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. შესაბამისად, ტოკიოს თამაშებზე შავდათუაშვილი მედლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.
იმას, რომ შავდათუაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, მოწმობს ისიც, რომ ის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონიცაა. ივლისის შუა რიცხვებში ბუდაპეშტში მსოფლიო პირველობაზე ქართველ ძიუდოისტს ბადალი არ ჰყავდა.
ეთერ ლიპარტელიანი - ძიუდო (-57 კგ)
"Большой шлем" по дзюдо - Этери Липартелиани на татами
© photo: Sputnik
ეთერ ლიპარტელიანი 21 წლისაა (სექტემბერში მას 22 წელი უსრულდება), და ბოლო 2 წელიწადში ქართველმა ძიუდოისტმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე (U-23) გამარჯვების შემდეგ ლიპარტელიანმა საკუთარი თავი მოზრდილებს შორის გამართულ ტურნირებზეც წარადგინა. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის მიღწევებს შორისაა „დიდი სლემის“ და „გრან-პრის“ ტურნირებზე ოთხი პოდიუმი (ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო). ორი მათგანი წელს, თბილისსა და თელ-ავივში ჩატარდა.
მსოფლიო რეიტინგში ლიპარტელიანი მე-17 ადგილს იკავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისგან სიურპრიზი არაა მოსალოდნელი. ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას ანგოლის წარმომადგენელ დიასონემა მუკუნგუისთან შერკინებით დაიწყებს.
სახილ ალახვერდოვი - კრივი (-52 კგ)
Главный тренер сборной Грузии по боксу Бежан Чичинава и боксеры-олимпийцы
სახილ ალახვერდოვი - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია. იანვარში მას 22 წელი შეუსრულდა და მისთვის ოლიმპიადა ტოკიოში კარიერაში პირველია.
ამჟამად ალახვერდოვის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე (მინსკი, 2019).
ალახვერდოვმა ტოკიოს თამაშებზე საგზური 2020 წელს, ლონდონში გამართულ ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე ოლიმპიადაზე იქნება ჩინელი მოკრივე ხუ ჟანგუანი (Hu Jianguan).
გარდა ამისა, 26 ივლისს ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 1/16 ფინალის მატჩში ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება.