მერიამ ვაკის პარკში შადრევნების რემონტზე გამოყოფილი თანხა შეამცირა

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. თბილისის მერიამ ვაკის პარკში შადრევნების კასკადის შეკეთებაზე გამოაცხადა განმეორებითი ელექტრონული ტენდერი შემცირებული თანხით, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
პირველი ტენდერი 11,6 მილიონი ლარის თანხაზე 17 ივნისს გამოცხადდა, მაგრამ მასში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ.
გლდანში „ბროწეულის სკვერს" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ახლა მერიამ 10,9 მილიონი ლარის თანხაზე განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.
ვაკის პარკში შადრევნებისა და კასკადის აღდგენის სამუშაოები თბილისის ბიუჯეტიდან 2021-2023 წლებში დაფინანსდება. 2021 წელს აღნიშნულ სამუშაოებზე დაიხარჯება 2,8 მილიონი ლარი, 2022 წელს - 7,8 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს - 248,8 ათასი ლარი.
ამავდროულად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 დღეში უნდა დაასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, ობიექტზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში აწარმოოს.
განაცხადების მიღება 8 – დან 13 აგვისტომდე გაგრძელდება. როგორც ტენდერის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, ობიექტის მიღების მომენტიდან სამუშაოების ჩაბარებამდე კომპანიას ორი წლის ვადა ეძლევა.
2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან ვაკის პარკი მთლიანად დაიხურა სრულმასშტაბიან რემონტზე.