თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი რეპეშაჟში დამარცხა და ტურნირს გამოეთიშა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩხვიმიანი წილისყრის შედეგად ჩხვიმიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ლუხუმმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე მოიპოვა და ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა, სადაც დამატებით დროში დამარცხდა.
რეპეშაჟში ქართველ ძიუდოისტს დაპირისპირება სამხრეთ კორეელ კიმ ვონთან მოუწია. შეხვედრა ამ შემთხვევაშიც დამატებით დროში გადავიდა, სადაც ძიუდოისტებს უკვე დაღლილობა დაეტყოთ. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანს ორი შიდო ჰქონდა დაგროვებული, რის გამოც ვალდებული გახდა ეაქტიურა. საბოლოოდ აზიელმა სპორტსმენმა ლუხუმი კონტრილეთზე წამოაგო და შეხვედრა იპონით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ შემდეგ დღეებში საქართველოს სახელით ძიუდოს შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი ეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.