5 ივლისის საქმე: ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

5-6 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე სულ 29 პირია დაკავებული.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებული ძალადობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიება 30 წლის მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისში, ორგანიზაცია „სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პირველი არხის“ ოპერატორზე თავდასხმა:  ბრალდება კიდევ ერთ პირს წარედგინა
უწყების ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
საპატრიარქომ ნებართვა გასცა – არ შეუშვან ჟურნალისტები ტაძრების ტერიტორიაზე
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ სექსუალური უმცირესობების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს მასმედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მათ შორის იყო ლექსო ლაშქარავაც, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 5 ივლისის საქმეზე ამ დროისათვის 52 ადამიანს მიენიჭა. აქედან 42 ჟურნალისტია.