ანტონოვი: აშშ-რუსეთს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს ბირთვული ესკალაცია მოჰყვება

შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩს მიაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაუშვან ქვეყნებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
„ძალის პოზიციიდან დიალოგი უშედეგოა“ – ლავროვი აშშ-ს აფრთხილებს
ანტონოვი სიტყვით გამოვიდა რუსულენოვანი სტუდენტების წინაშე მიდლბერის ინსტიტუტში. მისი გამოსვლის ტექსტს დიპლომატიური მისია საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს.
„აუცილებლად მიგვაჩნია, გაკეთდეს ყველაფერი, რათა არ დავუშვათ ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც გარდაუვლად მოჰყვება ესკალაცია — ბირთვულ დონემდეც კი“, — განაცხადა ანტონოვმა.
მისი თქმით, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა ქვეყნების ერთობლივი მუშაობისთვის.
გარდა ამისა, ელჩი შეეხო სირიის პრობლემას და განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ძალისხმევების კოორდინაცია სირიაში ვითარების გამოსასწორებლად „ბოლო დღეების მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა“.