თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანდემიის დაწყებიდან პირველად დააფიქსირა კრიმინალის ზრდა ქვეყანაში - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა (917 დანაშაულით მეტი) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის ხუთ თვეში დაფიქსირებულია 24.031 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38,69%.
აქამდე შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დანაშაულის კლებას აჩვენებდა.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან მაისის ჩათვლით დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,9%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ხუთ თვეში დაფიქსირდა 2,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,55 ათასი ფაქტი 1 იანვრიდან 31 მაისამდე თვეში, საიდანაც გახსნილია 8,5%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 32 მკვლელობა, აქედან 13 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 138 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 70 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 10 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.
რამდენი დაისაჯა
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 8.361 ადამიანი. აქედან 573 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.712 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.