საქართველოს პოპულარიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემა გაუწევს

ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში არაერთი ტურისტული ადგილი მოინახულა, რომელთა შესახებაც ვრცელ სტატიას მოამზადებს.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტი მელანი სვანი (Melanie Swan) იმყოფება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
პოლონელმა ტურისტმა კლინიკა დატოვა: ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს
ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით გაიმართა. მელანი სვანი ტურისტული ადგილების გაცნობის შემდგ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.
ოთხ დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა.
„ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
მისივე ინფორმაციი, Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი აჭარაში აშენდება
„ისინი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობიან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს ტურისტებს შორის“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა. 
Business Traveller Middle East-ის ჟურნალი ახლო აღმოსავლეთის 20 საერთაშორისო აეროპორტში (ქუვეითი,  აბუ-დაბი, ჯიდა, დუბაი და სხვ.), ასევე ავიაკომპანიების ბორტებზე, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში ვრცელდება.
ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი. გამოცემას ყოველთვიურად 530 ათასზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ონლაინ გვერდის დამთვალიერებელთა რაოდენობა თვეში 1,4 მილიონს აჭარბებს.