COVID-რეზერვუარი ადამიანის ორგანიზმში: მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს

სტომატოლოგების, ოტოლარინგოლოგებისა და პათოლოგ-ანატომების აღმოჩენა ხსნის იმას, რატომ აქვს SARS-CoV-2-ს გადადების ესოდენ მაღალი უნარი.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი − Sputnik. კორონავირუს SARS-CoV-2-ს სანერწყვე ჯირკვლებში გამრავლება შეუძლია, განაცხადა სან-პაულუს უნივერსისტეტის სამედიცინო სკოლის პათოლოგ-ანატომების, სტომატოლოგებისა და ოტოლარინგოლოგების ჯგუფმა.
დასახელდა COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებში შეინიშნება
მეცნიერული კვლევა გამოქვეყნებულია გამოცემაში The Journal of Pathology.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა იმ პაციენტების სამი ტიპის სანერწყვე ჯირკვლების (ყბაყურა, ყბისქვეშა და მცირე) ნიმუშები გააანალიზეს, რომლებიც COVID-19-ით გარდაიცვალნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ნერწყვის წარმოება-გამოყოფაზე პასუხისმგებელი ჯირკვლები ასრულებს ინფექციის „რეზერვუარების“ როლს.
მკვლევარები ელექტრონული მიკროსკოპით აკვირდებოდნენ არა მარტო პათოგენის არსებობას, არამედ მის უჯრედებში რეპლიკაციასაც.
„აქამდე მიიჩნეოდა, რომ სანერწყვე ჯირკვლებს რეზერვუარებად მხოლოდ ისეთი გავრცელებული დაავადების ვირუსები იყენებდნენ, როგორიცაა ჰერპესი. ჩვენმა აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, რატომ აქვს SARS-CoV-2-ს გადადების ესოდენ მაღალი უნარი“, − განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ბრუნო ფერნანდეს მატუკმა.
მანამდე მეცნიერებმა სანერწყვე ჯირკვლების სადინარებში ACE2-რეცეპტორები აღმოაჩინეს, რომლებსაც უკავშირდება კიდეც SARS-CoV-2-ის მომჭიდებელი ცილა და მათ ინფექციის „ჭიშკრად“ აქცევს.
მიცვალებულებისგან COVID-19 არ გადაგედებათ: ინდოელი ექსპერტების კვლევის შედეგი
ამასთან მანამდე ასევე დამტკიცდა, რომ გარდა ACE2-ისა, სანერწყვე ჯირკვლებში კიდევ მინიმუმ ორი რეცეპტორი − TMPRSS2 და ფურინი ასრულებენ პათოგენის სამიზნეების როლს.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ცხვირის გავლით ხვდება, ახალი კვლევის საფუძველზე მეცნიერები შეამოწმებენ, შეიძლება თუ არა, რომ პირის ღრუ იყოს ის გარემო, საიდანაც ვირუსი პირდაპირ აღწევს ორგანიზმში.