საქართველოს პრემიერი: ძალადობა არ არის მთავრობისა და ეკლესიის ინტერესებში

საქართველოს პრემიერმა მომხდარში კვლავ „დესტრუქციული ოპოზიცია და მტრულად განწყობილი ქვეყნები“ დაადანაშაულა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. 5-6 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ძალადობისა და ვანდალიზმის შემთხვევები ეწინააღმდეგება ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დავით ზალკალიანმა თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა
ღარიბაშვილმა ოპოზიცია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში „ღირსების მარშის“ ჩატარების მცდელობასთან დაკავშირებით დაძაბულობის შექმნაში ადრეც დაადანაშაულა და ისინი ლგბტ კვირეულის ორგანიზატორებად მოიხსენია. მან კონსტიტუციური უწოდა ლგბტ-მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ალტერნატიული აზრის გამოხატვის უფლებას. მაგრამ, როგორც ცნობილია, ლგბტ-თემისადმი აგრესიულად განწყობილ მოწინააღმდეგეთა პროტესტი ორშაბათს დარბევასა და ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
 „ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალადობა ცალკეული პირების მხრიდან, რომელთა ამოცანაც იყო პოლიციასთან დაპირისპირება, ქვეყნისა და ეკლესიის, ევროკავშირის იმიჯისთვის ზიანის მიყენება. ეს არ იყო არც ხელისუფლების, არც ეკლესიის ინტერესებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა მომხდარში კვლავ „დესტრუქციული ოპოზიცია და მტრულად განწყობილი ქვეყნები“ დაადანაშაულა.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს ლგბტ-საზოგადოების უფლებების დასაცავად მარშის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ რისკების შესახებ გაფრთხილებული იყვნენ.
ორი კვირა მჭირდება თვალების გასახელად: დაშავებულმა ოპერატორმა კლინიკა დატოვა
პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება და დამნაშავეები, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ევროკავშირის დროშის დაწვაში მონაწილე პირები მკაცრად დაისჯებიან.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ მოახდენს რეაგირებას დროშის დაწვაზე, რათა ამით აჩვენოს, რომ ძალადობით არაფრის მიღწევა არ შეიძლება. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად „საქართველოს ძალიან ბევრის გაკეთება მოუწევს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობების დროს ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. მოხდა „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისების დარბევა. 5 ივლისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 8 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლის მუხლებით შსს-მ 6 ივლისს სამი პირი დააკავა, 7 ივლისს – ოთხი.
ასე გაგრძელება არ შეიძლება: მასმედიის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
7 ივლისის დილის მონაცემებით, სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით სულ 100 ადამიანი დააკავეს. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ამ ყველაფრის შემდეგ ოპოზიციამ ერთობლივ განცხადებაში დაადანაშაულა პოლიცია „უმოქმედობაში ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე, ხოლო მთავრობა - მის წახალისებაში.
მომდევნო დღეს, სამშაბათს, პოლიციას გაძლიერებული დაცვით მოუწია ძალადობის წინააღდეგ გამართული მდუმარე აქციის მონაწილეთა გაყვანა რუსთაველის გამზირიდან, რათა კონტრაქციის მონაწილეებისგან დაეცვათ.