თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. თალიბები უარყოფენ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რადიკალური მოძრაობა ავღანეთის მთავრობისთვის დაზავების შეთავაზებას აპირებს, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს „თალიბანის“ პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა ნაიმ ვარდაკმა.
გუშინ სააგენტო Reuters-მა თალიბების წარმომადგენელ ზაბიულუ მუჯაჰედზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ მოძრაობა მომავალ თვეში წერილობითი ზავის შეთავაზებას გეგმავს ავღანეთის ხელისუფლებისთვის.
„ზოგ მედიასაშუალებაში გაჩნდა უსაფუძვლო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავღანეთის ისლამურმა საამირომ (თალიბების მიერ ჩამოყალიბებული ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო 1992-2001 წლებში − რედ.) შეიმუშავა საზავო გეგმა თუ პროგრამა, რომელსაც ქაბულის ადმინისტრაციას გადასცემს მომდევნო თვეში. ასეთი რამ არ არსებობს“, − განუცხადა ვარდაკმა სააგენტოს.
ავღანეთიდან აშშ-ის და ნატოს ძალების გასვლის ფონზე ამ დროისათვის ქვეყანაში კვლავ მიმდინარეობს დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის. თალიბებმა მაისის შემდეგ დაახლოებით 150 რაიონზე დაამყარეს კონტროლი.