საპატრიარქო: ერის გამოწვევა ხდება, ძალადობა გარდაუვალი იყო

რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, იმდენჯერ გამთლიანდება ჩვენი ხალხი ამის წინააღმდეგ, განაცხადა ღვთისმსახურმა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ძალადობა გარდაუვალი იყო, რადგან მორწმუნეებს პროვოკაცია მოუწყვეს, განაცხადა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიომ რუსთაველის გამზირზე ქადაგებისას.
რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი რჩება. ღვთისმსახურებმა უკვე ჩაატარეს მსახურება ქაშუეთის ეკლესიასთან, შემდეგ კი იქადაგა სრულიად საქართველოს პატრიარქის მესაყდრე შიომ. 
„ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა. ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა  და სულიერებაზე“, – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
საპატრიარქო: სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ფაქტებზე უახლოეს მომავალში რეაგირება მოხდება
მან კიდევ ერთხელ დაგმო გლბტ-საზოგადოების უფლებების დამცველთა დაგეგმილი მარში.
„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება, როდესაც ცდილობენ, უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთს, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება, ამიტომ ვართ ასე შემართულნი და გაერთიანებულნი“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად, დასძინა მან.
შსს იძიებს თბილისში ჟურნალისტებზე და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტებს
მეუფე შიომ წამოაყენა ინიციატივა - საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.
ბოლო მონაცემებით, რადიკალური დაჯგუფებების ძალადობისგან 53 ჟურნალისტი დაშავდა. დაჯგუფებებმა დაარბიეს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ოფისი. საქართველოს შსს-მ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ფაქტებზე და დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.