„თბილისი პრაიდი“ ჩაიშალა: არიან დაკავებულები და დაშავებულები

აქციის მონაწილეები აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, მათ ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. პოლიციამ „9 აპრილის ბაღში“ აქციაზე, სადაც „ღირსების მარშის“ ჩატარების მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რამდენიმე ადამიანი დააკავა, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ „მარშის“ ორგანიზატორებმა ღონისძიება გააუქმეს, დაპირისპირება ადგილზე მაინც გრძელდება.
„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვას ცდილობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.
სახალხო დამცველი შსს–ს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს>>
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „ღირსების მარშის“ თბილისის ცენტრში ჩატარებას. შსს–მ კი გაავრცელა განცხადება, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდა, არ ჩაატარონ დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილი „ღირსების მარში“ ღია სივრცეში.