თბილისი, 5 ივლისი − Sputnik. ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების შეტევის შედეგად ავღანეთის სამთავრობო ძალების ათასზე მეტმა მეომარმა 4-5 ივლისის ღამით ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიხია, იუწყება „Sputnik–ტაჯიკეთი“ ეროვნული უშიშროების სასაზღვრო ჯარების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა სრული კონტროლი დაამყარეს ტაჯიკეთთან საზღვარზე მდებარე პროვინცია ბადახშანის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე.
„ვიღებთ რა მხედველობაში კეთილმეზობლობის პრონციპს და ვემხრობით ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოზიციას, ავღანეთის სამთავრობო ძალების სამხედროებს ტაჯიკეთის ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცათ“, − ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 1037 ავღანელი სამხედრო იმყოფება.
ამჟამად საზღვრისპირა რაიონებში ვითარებას ტაჯიკი მესაზღვრეები აკონტროლობენ.
ტერორისტული მოძრაობა „თალიბანი“ ივნისის შუა რიცხვებიდან გააქტიურდა ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პარალელურად.
თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ოთხ საზღვრისპირა ოლქში. ბოევიკების კონტროლქვეშ გადავიდა პროვინცია ბადახშანის 28-დან 18 რაიონი. საერთო ჯამში თალიბებმა მაისის შემდეგ ავღანეთის 150 რაიონი მიიტაცეს.