„პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებმა თბილისის ცენტრში აქცია გამართეს

პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მხარდამჭერები თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეიკრიბნენ.
პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოებამ ეს უნდა გააპროტესტოს.
საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ მარშის პარალელურად შეკრებას აანონსებს
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ადრესატია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რადგან, შეკრებილების აზრით, ომბუდსმენის განცხადებები ეკლესიის მისამართით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე - რესპუბლიკის მოედნიდან ოპერის შენობამდე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
შეკრებილებს ხელში უკავიათ პლაკატები წარწერით „ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი“.
ხვალ, 5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საქართველოს საპატრიარქო 17:00 საათზე ქაშუეთის ტაძართან მარშის მოწინააღმდეგეების შეკრებას აპირებს.
„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დააკავეს
საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბონ და არ აჰყვნენ „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.
თავის ბოლო განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მარშის მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე უწოდა მიუღებელი „სოლიდარობის მარშის“ მხარდაჭერა დასავლეთის საელჩოების მიერ და უწოდა „მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში“ და „მათი უფლებამოსილების გადამეტება“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ლგბტ წარმომადგენლების მიმართ სოლიდარობის მარშის გამართვას გეგმავს. მარში სტარტს აიღებს „რუსთაველის“ მეტროს სადგურთან, მაგრამ საით გაემართება მსვლელობა, ამას ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ.