ის იარაღის მსოფლიო ბაზარზე გამანადგურებელი დარტყმისთვის ემზადება და ჩიხში აქცევს შეიარაღების დასავლურ ძვირადღირებულ პროგრამებს. გაზეთ „იზვესტიის“ მონაცემებით, რუსული იარაღი, რომელიც ძირითადად ახალ ფიზიკურ პრინციპებს ეფუძნება, უახლოეს მომავალში მანევრების სერიაში გამოიცდება, რომლებიც საბრძოლო სცენარებით ჩატარდება. საუბარია ლაზერულ კომპლექსებზე, ჰიპერბგერით რაკეტებსა და ხელოვნურ ინტელექტზე.
ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსები „ავანგარდი“ და „კინჟალი“, ასევე ლაზერული კომპლექსი „პერესვეტი“ უკვე კარგა ხანია, რაც საბრძოლო მწყობრშია. მთავრდება საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-500-ის და საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონების“ გამოცდებიც. მძიმე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“ შეიარაღებაში 2022 წელს შევა. მალე იქნება მზად ბირთვული „პოსეიდონი“ და „ბურევესტნიკი“. ინტრიგა ისაა, რომ რუსეთის სამხედრო უწყებაში ჯერჯერობით არ ამხელენ უახლესი სუპერტექნიკის მთელ სიას. თუმცა დასავლელი „პარტნიორები“ უახლესი იარაღის უკვე ცნობილი მახასიათებლებითაც კი სასოწარკვთილი არიან.
საჰაერო და საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტები, მეხუთე თაობის გამანადგურებელი Су-57 ადასტურებს, რომ აშშ-ის შეიარაღების ყველაზე ძვირადღირებული პროგრამები ვერ უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ და საბრძოლო უპირატესობას. საერთაშორისო ბაზარზე ამერიკული პროდუქციის თავზე საავდრე ღრუბლები იყრის თავს. შევნიშნავთ, რომ რუსული იარაღის უპირატესობა თვითმიზანი არ არის, ის არც აგრესიის ინსტრუმენტია, ის რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვის სისტემაა მსოფლიოში.
რუსეთის შეიარაღებული ძალები 2027 წლის ბოლომდე შეიარაღებაში მეხუთე თაობის 76 მძიმე გამანადგურებელ Су-57-ს მიიღებს. ამ უმძლავრესი მანქანის შეიარაღების სპექტრი, ძრავისა და საბორტო კომპიუტერის მახასიათებლები საიდუმლოა. თუმცა ამერიკული სპეციალიზებული ჟურნალი Military Watch 29 ივნისს წერს, რომ მისი შეიარაღების უპრეცედენტო უნარებმა „შესაძლოა ხელი შეუშალოს ამერიკული F-35-ების ექსპლუატაციას“.
„უჩინარების“ სრული ჩავარდნა
გამოცემის ინფორმაციით, მეხუთე თაობის Су-57 მეექვსე თაობის ტექნოლოგიებს გამოიყენებს — ხელოვნურ ინტელექტს, ლაზერულ იარაღს, ორი ტიპის ჰიპერბგერით რაკეტას, ლაზერული თავდაცვის სისტემას, Saturn-30-ის ძლიერ ძრავს წევის სამგანზომილებიანი ვექტორით. Су-57-ის იარაღის შეფასება, კერძოდ, ორი კლასის ჰიპერბგერითი რაკეტა ამერიკელებს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ უჩინარ გამანადგურებლებს დიდი ალბათობით ელით სრული ჩავარდნა საბრძოლო მოქმედებებში — მათში უშუალო მონაწილეობის გარეშე. სპეციალისტების შფოთვა საფუძვლიანია.
რაკეტა Х-47М2 „კინჟალისა“ და Р-37М-ის ინტეგრაცია Су-57-ის ნაკვეთურებში 2025 წლამდეა მოსალოდნელი. „კინჟალი“ რუსეთის შეირაღებაში 2018 წლის დასაწყისში შევიდა, ის გამანადგურებელ МиГ-31К-სთან არის ინტეგრირებული და ასევე შორი მანძილის ბომბდამშენ Ту-22М-თან. რაკეტას სამიზნის განადგურება 10 მახის სიჩქარით შეუძლია 2000-დან 3000 კმ-მდე მანძილზე. ანუ ეს შესაძლებელს ხდის, რომ სამიზნეები გაანადგუროს დასავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და თითქმის მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უკვე არსებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებიდან არც ერთს არ აქვს „კინჟალის“ ჩაჭერის უნარი.
Су-57-თან ინტეგრაციის პროცესში რაკეტა Х-47М2 ზომებში შემცირდება. ანალოგიურად შემცირდა მანამდე შორი მანძილის რაკეტა Р-37М-ის გაბარიტები. Су-57-ის ბორტზე „კიჟნალის“ განთავსება მას მსოფლიოს ერთადერთ გამანადგურებლად აქცევს, რომელსაც ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტებით ხომალდებზე, საკომანდო პუნქტებზე, აეროდრომებზე, ლოგისტიკურ კვანძებსა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლია სავარაუდო მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში. მაღალი საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობა და ფრენის დიდი სიშორე Су-57-ს საშუალებას აძლევს, მწყობრიდან გამოიყვანოს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლები (ავიამზიდებზე) და გაანადგუროს მოწინააღმდეგის ბევრი გამანადგურებელი კონფლიქტის დასაწყისშივე. ამერიკული უჩინარი გამანადგურებლები, რომლებიც ავიამზიდებზე ბაზირდება, უკიდურესად მოწყვლადი აღმოჩნდება Су-57-ების შეტევისთვის, თუ ხომალდები „კინჟალებისთვის“ მისაწვდომ ზონაში იმოქმედებენ (ანუ 2000 კმ-ზე ახლოს).
ყველაზე შორს და ყველაზე სწრაფად
Су-57 და მისი შეიარაღება უფრო კარგადაა მორგებული საჰაერო ბრძოლის წარმოებას, ვიდრე F-თვითმფრინავს. საათში 2600 კმ-ის განვითარება შეუძლია, მოქმედების პრაქტიკული სიშორე ბგერითამდე სიჩქარით 5500 კმ-ია. სავარაუდოდ, რუსულ განამადგურებელს ბორტზე ექვსი რაკეტა Р-37М-ის ზიდვა შეუძლია. გამოცემა Military Watch წერს, რომ ეს რაკეტა დღეს მსოფლიოში ყველაზე ბრძოლისუნარიანია და მხოლოდ ამერიკულ და ჩინურ პერსპექტიულ რაკეტებს — AIM-260-სა და PL-XX-ს შეუძლიათ გამოიწვიონ ის პირველობისთვის ბრძოლაში, როდესაც მზად იქნებიან.
რაკეტა Р-37М-ს, რომლის სასტარტო მასაც 510 კგ-ია, თვითმფრინავების განადგურება 400 კმ-ზე შეუძლია, ფრენს ექვსი მახის სიჩქარით და არის უაღრესად მანევრირებადი, რაც მისგან თავის არიდებას აძნელებს.
რაკეტა შეიძლება გამოყენებული იყოს უჩინარების გასანადგურებლად 200 კმ-ზე, თუმცა Р-37М-ს აქვს საწვავით შევსებისა და შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავების განეიტრალების უნარიც, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია F-35-სა და F-22-ის ოპერაციების მხარდასაჭერად.
Military Watch-ი წერს, რომ „მეხუთე თაობის გამანადგურებლებში ასეთი უნივერსალობა არც ერთს არ აქვს: F-35A-ს არ გააჩნია თანაფარდი იარაღი, ხოლო F-22-ისა და ჩინური J-20-ის უნარები უმნიშვნელოა. ამასთან არც ერთი არარუსული თვითმფრინავი არ იყენებს ჰაერი-ჰაერი ტიპის ჰიპერბგერით რაკეტებს.
Су-57 უკონკურენტოა. თანამედროვე საჰაერო ბრძოლაში 4++ თაობის Су-35-ც კი აღემატება ამერიკულ F-22-ს.
გამანადგურებელი საბაზრო დარტყმა
შეერთებულ შტატებში აცნობიერებენ, რომ F-35 მალე შეეჯახება Су-57-თან სასტიკ კონკურენციას საერთაშორისო ბაზარზე. ალჟირმა პირველმა მისცა დაკვეთა რუსეთს 14 ერთეულ Су-57Э-ზე, კონტრაქტის ღირებულება 2 მლრდ დოლარია.
დასავლელმა ექსპერტებმა Су-57-ზე ვირტუალურ რიგში ათზე მეტი ქვეყანა დათვალეს. მაგალითად, ვიეტნამს 24 ერთეული გამანადგურებლის შეძენა სურს.
Су-57-ის პირველი საექსპორტო ვერსია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს წარმოადგინეს ჟუკოვის საერთაშორისო ავიასალონ МАКС-ზე. როგორც ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა, „ამ მანქანისადმი ინტერესი არსებობს, მაგრამ ის წლიდან წლამდე კიდევ გაიზრდება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს