მოსაზრება: რატომ რეაგირებს რუსეთი შავ ზღვაში პროვოკაციებზე უფრო ხისტად

რუსეთის ფედერაცია მზადაა, უფრო მკაცრად დახვდეს დაუპატიჟებელ სტუმრებს თავის ტერიტორიულ წყლებში.
Sputnik
ყირიმის ნაპირებთან ბრიტანეთის მხრიდან დომინირების პროვოკაციული მცდელობის შემდეგ, რაც Sea Breeze-2021-ის მანევრების წინ მოხდა, აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები ყველგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „მახვილ კუთხეებს“ აწყდებიან. ვლადიმირ პუტინს შემთხვევით არ განუცხადებია, რომ რუსეთი მზადაა ჩაძიროს „პარტნიორების“ ხომალდები.
პუტინი: ბრიტანული ხომალდის ინციდენტი პროვოკაცია იყო
ჰოლანდიური ფრეგატი Evertsen ქერჩის სრუტის მიმართულებით ცდილობდა გასვლას 24 ივნისს, მაგრამ რუსეთის საზღვრების პოტენციური დამრღვევის კურსში შავი ზღვის ფლოტის მოიერიშე ავიაციამ შეიტანა კორექტივები და ნეიტრალური წყლებისკენ მიაბრუნა. ამ ეპიზოდიდან ხუთი დღის შემდეგ ნიდერლანდის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ანკ ბეილეველდ-სჰაუტენმა განაცხადა: „ამგვარ აგრესიულ ქმედებებს, რაც აუცილებლობის გარეშე ზრდის ინციდენტების რისკს, არანაირი გამართლება არ აქვს. ნიდერლანდი ამაზე რუსეთთან იმსჯელებს“. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ რუსეთის თვითმფრინავები „რამდენიმე საათის განმავლობაში აშინებდნენ Evertsen-ის ეკიპაჟს“, ახდენდნენ შეტევების იმიტაციას და ხომალდის ელექტრონულ აღჭურვილობას პრობლემები შეექმნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰოლანდიურმა ფრეგატმა ნეიტრალურ წყლებში კურსი შეიცვალა და ქერჩის სრუტის მიმართულებით დაიწყო სვლა. იმისათვის, რომ რუსეთის საზღვრების დარღვევა არ დაეშვათ, ჰაერში გამანადგურებელი Су-30 და ბომბდამშენი Су-24 აფრინდნენ, რომლებმაც ნიდერლანდური ფრეგატიდან უსაფრთხო მანძილზე გაიფრინეს. ამის შემდეგ Evertsen-მა კურსი შეცვალა. საინტერესოა, რა რეაქციას ელოდებოდნენ რუსეთისგან ნატოელი დაუპატიჟებელი სტუმრები შავ ზღვაში მას შემდეგ, რაც მანამდე ბრიტანულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა Defender-მა რუსეთის საზღვრები დაარღვია 23 ივნისს? აქ სამსჯელოც არაფერია.
მოსაზრება: რატომ უპასუხა რუსეთმა მკაცრად ბრიტანული ნაღმმზიდის პროვოკაციას
რუსეთის პროვოცირება ყირიმის სანაპიროსთან, მის ტერიტორიულ წყლებში შეიძლება თვითმკვლელობის ტოლფასი აღმოჩნდეს უკრაინისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის.

უკანასკნელი გაფრთხილება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ივნისს განაცხადა, რომ ყირიმის სანაპიროსთან „რთული პროვოკაციის“ დროს ბრიტანულ ხომალდ HMS Defender-ის სინქრონულად მოქმედებდა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავიც.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ხომალდს ჩავძირავდით, მაინც ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დამდგარიყო. იმიტომ რომ მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით: „ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი თავისთვის, მომავლისთვის ვიბრძვით. ეს ჩვენ არ მივსულვართ, მივფრენილვართ ან მიგვიცურავს მათთან ათასობით კილომეტრის იქით — ეს ისინი მოვიდნენ ჩვენს საზღვრებთან და დაარღვიეს ჩვენი ტერიტორიული ზღვა“.
„კურსი შეგნებულად შეირჩა“: BBC-ს თვითმხილველმა ჟურნალისტმა შავი ზღვის ინციდენტი აღწერა
აშშ-ისა და ნატოს დომინირება წარსულში დარჩა და ავღანელი თალიბები ამის კიდევ ერთი შეხსენებაა. რუსეთის მიმართ სამხედრო მუქარები უპირველესად მათთვისაა სახიფათო, ვინც მათ ასე თავქარიანად ქმნის. რუსეთის შესამჩნევი ტექნოლოგიური უპირატესობა შეიარაღების სფეროში შესაძლებლობას აძლევს მას, სუვერენული საგარეო და საშინაო პოლიტიკა გაატაროს, იმ წესების მიუხედავად, რომელთა კარნახსაც ცდილობენ ვაშინგტონი და ბრიუსელი.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 30 ივნისს ოპერატიულად უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდ Ross-ზე, რომელიც თითქოს ყირიმისკენ მიემართებოდა. დასკვნების გაკეთება ნაადრევია — ოდესის ნავმისადგომთან უძრავად მდგარი USS Ross-ი არ ნიშნავს იმას, რომ Sea Breeze-2021 დასრულდა, თუმცა კონსტრუქციულობის რაღაც ნიშანი მაინც არის.
არსებობს სხვა სასიკეთო მინიშნებებიც. ჟურნალი Forbes-ი შეშფოთებით შენიშნავს: „Defender-ის ინციდენტის შემდეგ, დიდი ალბათობით, რუსეთი მზადაა უფრო აგრესიული იყოს ბრიტანული ავიამზიდის Queen Elizabeth-ის მიმართ“. ხოლო Independent-ი ამბობს: „რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს გაუხსნის ყველა შეჭრილ სამხედრო ხომალდს“, და პესიმისტურად დასძენს: „სამხედრო ხომალდების დიპლომატია ვერ აღადგენს ბრიტანეთის მინავლებულ სიძლიერეს... ყირიმის სანაპიროებთან კონფრონტაცია, ის სახიფათო თავქარიანობა გამოავლინა, რომელიც ბრიტანეთის პოლიტიკას უდევს საფუძვლად... უკრაინის დაცვის თაობაზე ჭარბმა რიტორიკამ შესაძლოა კიევში ზოგს აფიქრებინოს, რომ აშშ, ნატო და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ამისთვის რუსეთს ეომონ. თუმცა ყველაფერი, რაც 2014 წლის შემდეგ მოხდა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ“.
საზღვრის დარღვევა: რუსულმა ფლოტმა და ავიაციამ ბრიტანულ ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს
აშკარაა, რომ „პარტნიორები“ ფხიზლდებიან. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

თუ ხვალ ომია

თუ პუტინის ფორმულირებას დავუბრუნდებით აგრესიული ხომალდების ჩაძირვის თაობაზე, უნდა ითქვას, რომ რუსეთს ამის უმარავი ვარიანტი აქვს. ნიდერლანდის სამხედრო უწყებამ შავ ზღვაში საფრთხე დაინახა Су-30СМ-სა და Су-24М-ის სარაკეტო შეიარაღებაში, რომლებიც თითქოს ხუთი საათის განმავლობაში უპასუხისმგებლოდ „პრესავდა“ Evertsen-ის ეკიპაჟს და პრობლემებს უქმნიდა მის ელექტრონიკას.
ყირიმის ჰორიზონტის ხაზს მიღმა უხილავი დარჩა შეიარაღების მძლავრი კომპლექსები. სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ბასტიონს“, რომელიც თვითდამიზნებადი ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, სხვადასხვა კლასის წყალზედა ხომალდების განადგურება შეუძლია 300 კმ-ზე მეტ მანძილზე. კომპლექსი 600 კმ-ზე იცავს სანაპირო ზოლს, მისი საბრძოლო პოზიციებზე განთავსება ხუთ წუთშია შესაძლებელი.
კომპლექსს არ ესაჭიროება სამიზნის ზუსტად მითითება, მისი მთავარი ღირსება — ეს რაკეტების „ინტელექტია“, რომლებიც ფრენისას გამუდმებით ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში და სამიზნეებს განსაზღვრავენ — ამასთან ცრუ სამიზნეებზე არ რეაგირებენ. თითოეული მათგანის მეხსიერებაში ჩატვირთულია სავარაუდო მოწინააღმდეგის „ელექტრონული პორტრეტი“, რაც მათ საშუალებას აძლევს, ავტონომიურად შეუტიონ პრიორიტეტულ სამიზნეებს. პროგრამა თავად ირჩევს შეტევის ტაქტიკას, ითვალისწინებს აგრესორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების შესაძლებლობებს. ფლაგმანი ხომალდის განადგურების შემთხვევაში ზალპის დანარჩენი „მონაწილეები“ სხვა სამიზნეებზე გადაერთვებიან.
თურქული ამბიციები: ემუქრება თუ არა არხი „სტამბული“ რუსეთის ფლოტს
„ბასტიონი“ საბრძოლო ვითარებაში პირველად 2016 წელს გამოიცადა სირიაში — ბოევიკების ობიექტებზე დარტყმა ზუსტი და დამანგრეველი გამოდგა.
Defender-ის ან Ross-ის ტიპის ხომალდების გასანადგურებლად სანაპირო კომპლექს „ბალის“ რვა რაკეტა იქნება საკმარისი.
გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავმა „კოლპინომ“ 30 ივნისს კომპლექსური სწავლება ჩაატარა წყალქვეშა მდგომარეობაში. სუბმარინა აღჭურვილია მძლავრი სარაკეტო-ტორპედული შეიარაღებით, მართვის თანამედროვე ავტომატიზებული სისტემით, უახლესი სანავიგაციო კომპლექსით.
იმ შემთხვევისთვის, თუ „პარტნორები“ Sea Breeze-2021-ში საბრძოლო ავიაციას ჩართავენ, შავი ზღვის ფლოტისა და სამხრეთის სამხედრო ოლქის მფრინავებმა 29 ივნისს ყირიმის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიმტკიცე შეამოწმეს 20-მდე СУ-24-ით, Су-27-ით, Су-30СМ-ით, Ми-8-ითა და Ка-27-ით — საკონტროლო სამიზნეების სახით.
შავ ზღვაში ბევრი საინტერესო ხდება ხილული მოვლენების მიღმა. და სახიფათოც — აშშ-დან და ნატოდან დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს