„თელასი" თბილისის მოსახლეობის უმეტესობას ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, ორბელინის მოედნის, ერეკლე მეორის მოედნის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ერეკლე მეორის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ჩახრუხაძის, შავთელის, ყავლაშვილის, ნიშნიანიძის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ფურცელაძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და ვაზის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის, თვალჭრელიძის, ადიგენის, არაგვისპირელის, ვეძათხევის, ლოჭინის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ნათიშვილის, ჩიქობავას, აჯამეთის და კანკავას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის (გლდანი), კარლო მებაღიშვილის (გლდანი), ჯანაშვილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.