ორგანიზებულად და უფასოდ: მოსკოვში შრომით მიგრანტებს ცრიან

რუსეთის დედაქალაქში გახსნილ ვაქცინაციის ორ მასშტაბურ პუნქტში ერთ დღეში 4 ათას მიგრანტს უტარდება აცრა.
Sputnik

დანარა კურმანოვა

ორ სამედიცინო პუნქტთან ორგანიზებული მიყვანა, მინიმალური ბიუროკრატია, კეთილგანწყობა და, რაც მთავარია, უფასოდ.

როგორ დაიწყო რუსეთის დედაქალაქში შრომითი მიგრანტების ვაქცინაცია, წაიკითხეთ Sputnik-ის რეპორტაჟში.

„მხოლოდ ვაქცინაცია. სხვა გზა არ არსებობს“: ამერიკელი ვირუსოლოგის მოსაზრება

მოსკოვში 29 ივნისს უცხოეთის იმ მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო კორონავირუსზე, რომლებიც რუსეთში არიან დასაქმებული. პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე დღით ადრე გასცა პროცესის დაწყების განკარგულება.

უცხოეთის მოქალაქეების ვაქცინაციის საბაბი მოსკოვში კორონავირუსთან ბრძოლის კამპანის დაწყება გახდა. ქალაქის ხელისუფლებამ 18 ივნისიდან დაავალა ვაჭრობის, მომსახურებისა და საზკვების სფეროების კომპანიებს, აეცრათ თანამშრომლების 60% მაინც. სპეციალურად მიგრანტებისთვის მოსკოვში ორი მასშტაბური პუნქტი ამუშავდა — სახაროვოს საიმიგრაციო ცენტრში და ასევე სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე.

პუნქტები ყოველდღე მუშაობს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე — შესვენების გარეშე. როგორც ქალაქის №175 პოლიკლინიკის მთავარმა ექიმმა ანდრეი ფედორუკმა განუცხადა Sputnik-ს, რომელიც „სადოვოდის“ ასაცრელ პუნქტს კურირებს, უცხოელების აცრა ფასიანია, თუმცა ხარჯს თავად მიგრანტები არ იღებენ.

საქართველო რუსეთიდან შემომსვლელთათვის წესების გამკაცრებას არ გეგმავს

„ვაქცინაციის ღირებულება 1300 რუბლია, ეს ახალი ერთკომპონენტიანი ვაქცინა „სპუტნიკ ლაითია“, — თქვა მან. — იმისათვის, რომ თანამშრომელი მიგრანტები აცრან, კამპანიებს ქალაქის ადმინისტრაციაში თანამშრომლების სიები შეაქვთ, ჩვენ ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას, ვნიშნავთ თარიღს, ვაქცინაციის თარიღს და ორგანიზებულად მიგვყავს მიგრანტები“.  

მოსკოვურ კომპანიებს მთელი ავტობუსებით მიჰყავთ „სადოვოდში“ უცხოელი თანამშრომლები — მკაცრად ნახევარსაათიანი ინტერვალით. „სადოვოდის“ ვაქცინაციის პუნქტი — ეს მცირე კარვების ქალაქია, რომლის შესასვლელშიც მედდები და პოლიცია მორიგეობს. აცრის მსურველებს სიცხეს უზომავენ, პოლიციის თანამშრომლები კი პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას აკონტროლებენ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინაციის წინ ინფიცირების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ვაქცინაციის ორ პუნქტში დღის განმავლობაში 4 ათასი უცხოელი გადის, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი.

„ანტისხეულების არსებობა უკუჩვენება არ არის ვაქცინაციისთვის“, — ამბობს ფედორუკი.

რუსეთში კორონავირუსის მორიგი ვაქცინის რეგისტრაცია იწყება

მედძმა ფარნდუნ იაკუბოვი ასაცრელად მისულებს ვაქცინაციის აზრს უხსნის: აცრა ახალი, ინდური შტამისგან თავდასაცავადაა საჭირო, რომელსაც „სპუტნიკ ლაითიც“ ებრძვის.

ზოგ მიგრანტს, რომლებმაც არც ისე კარგად იცის რუსული ენა, მშობლიურ ტაჯიკურ ენაზე ელაპარაკება. ის ბრიანსკის ოლქში სწავლობდა სამედიცინო კოლეჯში. მისი დამთავრების შემდეგ მოსკოვში ჩავიდა და იქ დაიწყო მუშაობა. პანდემია რომ დაიწყო, კოვიდ-ბრიგადაში მოხვდა, ახლა კი ვაქცინაციის პუნქტში მუშაობს.

იმისათვის, რომ შრომითი მიგრანტების ვაქცინაცია დაჩქარდეს, რომელიც ახლა საპილოტო რეჟიმში მიმდინარეობს, მოსკოვის ხელისუფლებამ იმ დოკუმენტების რაოდენობა შეამცირა, რომლებიც აცრისთვისაა აუცილებელი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს მხოლოდ საპასპორტო მონაცემების წარდგენა ესაჭიროებათ, ხოლო სხვა მიგრანტებს კიდევ ორი საბუთი — რუსეთში დროებით ყოფნის უფლება ან ბინადრობის უფლება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ ლაიტი“ სამოქალაქო ბრუნვაში გამოვიდა

უზბეკეთის მოქალაქე ნაზირა ტოშბოლტაევა ამბობს, რომ დოკუმენტების შეგროვება და ვაქცინირება მარტივი აღმოჩნდა. თანაც თავს კარგად გრძნობს.

უზბეკი მზარეული ჰუსანბოი ერკაბაევი ასევე კმაყოფილია პროცედურით.

„ყველას ვურჩევ აცრას. საჭიროა. კოვიდი ახლაც დასეირნობს. აქ ყველაფერმა სწრაფად ჩაიარა, მთავარია, კეთილგანწყობილად. მნიშვნელოვანია, როცა ღიმილით გხვდებიან“, — ამბობს ის.  

ამის პასუხად მედდა ეკატერინა ბორისოვა კითხულობს: „როგორ არ დავხვდეთ ღიმილით? ისინი ხომ უცხო ქვეყანაში არიან. მათთან მუშაობა, სხვათა შორის, ადვილია. ხუთ წუთში ერთ კაცს ვცრით“.

კარვების ქალაქიდან გამოსასვლელში მიგრანტებს მედდა ოლგა ელოდება, რომელიც პაციენტებს კითხვებზე პასუხობს და აუცილებლად უსურვებს კარგ დღეს. ამბობს, რომ „სასურველია შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანი აიცრას და კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია გაუმჯობესდეს“.