ლავროვი: ნატო უარს ამბობს სამხედრო ხაზით რუსეთთან კონტაქტზე

მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობის თვალსაზრისით „მეტად შემაშფოთებელი სიტუაცია“ ყალიბდება, დარწმუნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს მოსკოვის საერთაშორისო უშიშროების IX კონფერენციაზე რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა.  

პუტინი: ნატო რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალს ზრდის

ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი გააკვირვა ნატოს ქვეყნების მხრიდან რეაქციის არარსებობამ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე. მინისტრის სიტყვებით, სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში „მეტად შემაშფოთებელი სიტუაცია“ ყალიბდება: საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლამ სარაკეტო-ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა.

„ამასთან დაკავშირებით გაგვაკვირვა გამოკვეთილი რეაქციის არარსებობამ პრეზიდენტ პუტინის წინადადებაზე, არ დაეშვათ ევროპაში ამ კლასის ნებისმიერი სახის - როგორც ბირთვული, ისე არაბირთვული - სახმელეთო რაკეტების გამოჩენა. ამასთან, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, შეათანხმოს ვერიფიკაციის ზომები, დასავლეთი კი საგულდაგულოდ ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ნატო კონტაქტზე არ გამოდის

რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნატო უარს ამბობს მოსკოვთან კონტაქტზე სამხედრო წარმომადგენელთა ხაზით.

„ნატოს საერთოდ არ სურს სამხედრო ხაზით ურთიერთობა“, – ხაზი გაუსვა მან.

ნატოს ამასწინანდელ სამიტზე საუბრისას ლავროვმა მიუთითა, რომ ალიანსის თანმიმდევრული მოქმედება რუსეთის შესაკავებლად ნეგატიურ სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს ევროპაში.

მოსაზრება: ახალი ანტირუსული მანიფესტი – ნატოს კომუნიკე

„ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უუნარობა, გაარღვიოს თავისივე გამოგონილი რეალობის ჩარჩოები. ნატოს სტრატეგებს კვლავ მოეჩვენათ რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩვენ კვლავაც მზად ვართ პატიოსანი და პროფესიონალური დიალოგისთვის“, – ხაზი გაუსვა მან.

რუსეთისა და ნატოს თანხვედრის მთელი ხაზის გასწვრივ სამხედრო საფრთხის შესამცირებლად რუსეთის კონსტრუქციული წინადადებები „მაგიდაზე რჩება“ უკვე თითქმის ორი წელია, დასძინა მინისტრმა.

„აი ასეთი დემოკრატიული ალიანსია“, – აღნიშნა ლავროვმა.

ნატოს და ევროკავშირის რეაქცია გასაკვირია

მოსკოვს აოცებს ნატოსა და ევროკავშირის რეაქცია ღია ცის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლაზე, ვინაიდან შეთანხმება თავდაპირველად შეერთებულმა შტატებმა დატოვა.

ლავროვის სიტყვებით, თითქმის 30 წელია, ღია ცის შეთანხმება ყველა მონაწილე მხარეს ეხმარებოდა – უკეთ გაეგოთ ერთმანეთის გეგმები სამხედრო სფეროში. ამ კუთხით აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან ცალმხრივი ხასიათისაა და ვაშინგტონის გამოგონილი საბაბი უხეშად არღვევს ინტერესთა ბალანსს, რუსეთს კი სამხედრო გამჭვირვალობის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

რუსეთი ნატოს შავ ზღვაში წვრთნების შეჩერებისკენ მოუწოდებს: დიპმისია მიმართვას ავრცელებს

ამ ვითარებაში მოსკოვის შემდგომი მონაწილეობა შეთანხმებაში აზრს მოკლებულია, ხაზი გაუსვა მინისტრმა.

„გასაკვირია ჩვენ აბსოლუტურად ბუნებრივ ნაბიჯზე ნატოსა და ევროკავშირის რეაქცია, რომლებმაც ფარისევლურად მოუწოდეს მოსკოვს, არ დაერღვია შეთანხმება, თითქოს აღარ ახსოვდათ ვაშინგტონის ურყევი გადაწყვეტილება, გასულიყო ამ შეთანხმებიდან და გამხდარიყო ამჟამინდელი კრიზისის პირველი მიზეზი“, – დასძინა ლავროვმა.

დიალოგი აშშ-თან

კიბერუსაფრთხოებაზე საუბრისას ლავროვმა მიუთითა, რომ მოსკოვი ორმხრივი ფორმატით თანამშრომლობის და ამ მიმართულებით ვაშინგტონთან პროდუქტიული დიალოგის იმედს იტოვებს.

ამავდროულად, მინისტრის სიტყვებით, მოსოვის შეშფოთებას იწვევს „ცალკეულ სახელმწიფოთა მხრიდან ინტერნეტის მილიტარიზაციისა და იქ კიბერშეიარაღების სახიფათო შეჯიბრების გაჩაღების გეგმები“.

უკრაინის ექს-პრემიერი: კიევი კიდევ 25 წელი ვერ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი

„სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში თითოეული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გლობალურ საინფორმაციო სივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის კოდექსის მიღებაზე და ამავდროულად ვავითარებთ კიბერდანაშაულთან ბრძოლის უნივერსალურ კონვენციას“, – აღნიშნა ლავროვმა.   

რუსეთის ორივე ინიციატივამ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიაზე და „ორივე ამ მიმართულებით შეიქმნა მოლაპარაკების სპეციალური მექანიზმები, რომლებიც ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავენ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს“, – ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უშიშროების გათანაბრება

აშშ–რუსეთის ტრეკზე შემდგომი ძალისხმევის მთავარი მიზანი უშიშროების გათანაბრება უნდა გახდეს, ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. კერძოდ, მისი სიტყვებით, საერთაშორისო უშიშროების სფეროში პრობლემების გადაჭრის კარგი მაგალითი აჩვენა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც დასთანხმდა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების ხუთი წლის ვადით გაგრძელებას ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

ცალ-ცალკე შეუძლებელია: ნატო ჩინეთის მიმართ ერთიან პოზიციას გამოაცხადებს

ამ ნაბიჯის წყალობით გაჩნდა ვაშინგტონთან კომპლექსური დიალოგის განახლების საფუძველი მომავალში შეიარაღებაზე კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის შენარჩუნების საკითხებზე, აღნიშნა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, ამაზე საუბარია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჟენევის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ამავე დოკუმენტში ლიდერებმა დაადასტურეს უმნიშვნელოვანესი პრინციპისადმი ერთგულება, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ არსებობს გამარჯვებული და ამიტომ ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს, ხაზი გაუსვა მან.

„ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ორმხრივ აშშ–რუსეთის ტრეკში შემდგომი ძალისხმევის ძირითადი მიზანი უნდა გახდეს უშიშროების ახალ დონეზე გადასვლა, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოქმედ ყველა ფაქტორს“, – ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს „ხუთეულის“ შეხვედრა

სტრატეგიული კონცეფცია შეიცვლება: ნატო რუსეთს „კონსტრუქციულ პარტნიორად“ აღარ ჩათვლის

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს „ხუთეულის“ შეხვედრა პირისპირ ჩატარდება. მისი სიტყვებით, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას საერთაშორისო უშიშროების განახლებული არქიტექტურის შესაქმნელად დიალოგზე იზიარებენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

სწორედ ამით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი პუტინი, როდესაც დიდი „ხუთიანის“ სამიტის ჩატარების წინადადებით გამოვიდა. ასეთ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოთშორისი ურთიერთობის საკვანძო პრინციპების დადასტურება, თანამედროვეობის უმწვავესი პრობლემების ერთობლივი ქმედითი გადაწყვეტილებების გზების გამონახვა, აღნიშნა ლავროვმა.

„იმედია, ასეთი შეხვედრის პირისპირ ჩატარება შესაძლებელი გახდება, როგორც კი ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს“, – განაცხადა ლავროვმა.

მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში

რუსეთს დიდი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უშიშროების განმტკიცებაში. მოსკოვმა საკვანძო როლი შეასრულა ყარაბაღში სისხლისღვრის შესაჩერებლად და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი ცხოვრების აღსადგენად, ხაზი გაუსვა ლავროვმა.

„ვაჩვენებთ, ვინაა აქ მთავარი“: ნატოს უკრაინაში ჯარები გადაჰყავს

„ჩვენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად განვაგრძობთ მხარეების ხელშეწყობას – განამტკიცონ ურთიერთნდობა, ხორცი შეასხან ჰუმანიტარულ პროექტებს“, – აღნიშნა მან.

საერთაშორისო უშიშროების კონფერენცია

მოსკოვის საერთაშორისო უშიშროების კონფერენცია – ყოველწლიური ფორუმია, რომელიც აერთიანებს თავდაცვის უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომლებიც ეძებენ პასუხებს საერთაშორისო უშიშროებასთან დაკავშირებულ საკვანძო კითხვებზე.

კონფერენციაზე გამართული დისკუსიები არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციების უკეთ გაგებას, არამედ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებების გამოვლენას უწყობს ხელს.

პირველად საერთაშორისო კონფერენცია 2012 წლის 3-4 მაისს ჩატარდა და მიეძღვნა თემას - „რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფაქტორი ახალი უშიშროების სივრცის ფორმირებაში“.