თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. პაატა მანჯგალაძე ოპოზიციური კვოტით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე.
აღნიშნულ პოზიციაზე ოპოზიციიდან წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ფრაქციიდან ნიკა მაჭუტაძის და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციიდან პაატა მანჯგალაძის.
მაჭუტაძემ თავისი კანდიდატურა მანჯგალაძის სასარგებლოდ მოხსნა. შედეგად კომიტეტმა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
მანჯგალაძე პარლამენტში კენჭს იყრიდა ბლოკის „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო სიით.