თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შაორის ტბაში 14 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი დედასთან, კლასელებლთან და მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ის სურათის გადასაღებად ქვაზე ავიდა, ფეხი დაუცდა და გადავარდა. ტბაში სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი რაჭაში ექსკურსიაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლიდან იმყოფებიდა.