ავტოსაგზაო წესების ყველაზე გავრცელებული დარღვევების ტოპ-ხუთეული 2021 წელს

საქართველოში 2021 წლის პირველ თვეებში ავტოსაგზაო წესების ყველაზე ხშირი დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 671.234 ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

საშინელი ავარია თბილისში: სატვირთო რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა - ვიდეო

ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.

გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.

Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს

1. სიჩქარის გადაჭარბება

2020 წელს ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.

1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 210.920 ჯარიმა - 50 ლარი.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა

მძღოლებო, გაითვალისწინეთ: საჯარიმო ავტოსადგომებთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდა

მეორე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

ასეთი 104.735დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.

3. პარკირების წესების იგნორირება

მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.

ასეთი დარღვევისთვის 2021 წლის პირველ კვარტალში გამოიწერა 128.570 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.

4. ტექდათვალიერების არარსებობა

მოპედების მფლობელებს მალე მართვის მოწმობის აღება მოუწევთ: მინისტრის განმარტება

მეოთხე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 103.413 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.

5. სატელეფონო საუბარი საჭესთან

ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა

ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 18.635 ჯარიმა, რაც 30 ლარს შეადგენს.

ვიდეოჯარიმები და ქულები

დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.

საქართველოში მკაცრდება სასჯელი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო

საერთო ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 21,5 მილიონი ლარის ოდენობით 495.389 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 9,9 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.

ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 69.019 მძღოლმა დაკარგა. მართალია, სრულად ქულები ჯერჯერობით არავის ამოეწურა.