თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. კომპანია Google-ის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადა ინდოეთის შტატ კარნატაკაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც კანადას ენაზე ლაპარაკობენ, იუწყება გაზეთი NY Times.
გავრცელებული ინფორმაციით, Google-ის საძიებო სისტემამ, გაურკვეველი მიზეზით, შეკითხვაზე „მსოფლიოს ყველაზე საზიზღარი ენა“, სწორედ კანადას ენა ამოაგდო, რომელზეც 40 მილიონამდე ადამიანი ლაპარაკობს.
კარნატაკის ხელისუფლება აღაშფოთა ფაქტმა. შტატის ენისა და კულტურის მინისტრმა არვინდ ლიმბავალიმ Twitter-ზე დაწერა, რომ კანადა − ეს ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური ენაა და Google-სგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმართვას დაუყოვნებლივ უპასუხა: აღიარა, რომ საძიებო სისტემამ არაკორექტულად იმუშავა და ვითარება სასწრაფოდ გამოასწორა.
მიუხედავად ამისა, Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ახლა ენა კანადა Google-ის საძიებო სისტემაში ჩნდება შეკითხვაზე: „ყველაზე მახინჯი ენა ინდოეთის სამხრეთში“.