ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლი სასიკვდილოდ სცემეს

მამაკაცს, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა, ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მომხდარი ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

კრიმინალი საქართველოში: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

მამაკაცი, რომელიც მელე-თბილისის მარშრუტზე მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა, ადგილობრივებმა სცემეს და უგონო მდგომაროებაში მიატოვეს. ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

რა გახდა სოფელ ჩიხარეშში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.