თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. დიდი ქართველი ხელოვანის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს გაბრიაძის მარიონეტების თეატრში გაიმართება.
რეზო გაბრიაძე: დიდი ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება − ფოტო>>
როგორც „Sputnik–საქართველოს“ თეატრის დირექტორმა ნათელა წიკლაურმა აცნობა, რეჟისორთან გამომშვიდობება თეატრში შესაძლებელი იქნება 16:00-დან 20:00 საათამდე. დაკრძალვის დღეს ცხედარს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად დაკრძალავენ გაბრიაძეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.
„წავიდა დიდი მეზღაპრე“ – პარფიონოვი გაბრიაძის გარდაცვალებაზე>>
გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.